საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები. მისი თქმით, მთავრობა მიჰყვება დასახულ გეგმას.
„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით და ფეხით გადაადგილებაზე. ერთადერთი 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება“, – აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. „კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ იქნება, ეს არის ჭორები“, – აღნიშნა გახარიამ.