იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მედიასთან კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების შესახებ ისაუბრა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ძირითადი ქუთაისის მაცხოვრებელია. ციფრი მიუთითებს იმაზე, რომ დინამიკა შემცირებისკენ მიდის, რა შედეგსაც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები გვაძლევს. ეს ასახულია კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებზე, 1500 კოვიდსაწოლიდან 1100-ია დაკავებული. იკლო დაავადების მძიმე შემთხვევებმაც. ჩვენ, მომავალშიც ყოველგვარ ღონეს ვიხმართ, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ბოლომდე იყოს შესრულებული, როგორც მოქალაქეების, ასევე, კერძო კომპანიების მხრიდან“, _ თქვა შალამბერიძემ.





























































