ირანის მთავრობამ, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების საერთაშორისო ორდერის გაცემის თხოვნით ინტერპოლს მიმართა, _ ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა, ღულიამ-ჰოსეინ ესმაილიმ განაცხადა. ინფორმაციას independent.co.uk ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანის მთავრობამ, ასევე სხვა 47 ამერიკელი ჩინოვნიკის დაპატიმრების დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა
„ჩვენ ინტერპოლს მივმართეთ, 48 პირთან დაკავშირებით „წითელი ცირკულარის“ გაცემის თაობაზე. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და პენტაგონის ოფიციალური პირები არიან“, – განაცხადა ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა.
ღულიამ-ჰოსეინ ესმაილის თქმით, ტერაქტის გამოძიების მასალები, რომლის შედეგად ყასემ სულეიმანი დაიღუპა, საერთაშორისო საქმეების სპეციალურ სასამართლოში გადასცეს.
”ირანის ისლამური რესპუბლიკა ძალზე სერიოზულად ადევნებს თვალყურს მათ დასჯას და დამსჯელებს, ვინც ამ დანაშაულს შეუკვეთა და აღასრულა”, _ თქვა ირანის სასამართლო სისტემის სპიკერმა ღულიამ-ჰოსეინ ესმაილიმ.
2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.