,,ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაიტანოს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვმა განაცხადა.
”ეს შეერთებული შტატების შიდა საქმეა. ამავე დროს, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს, ქმნის მრავალი დარღვევის შესაძლებლობას და ამერიკული მედია გახდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაიტანოს ”, – განაცხადა ზახაროვამ.





























































