2021 წლის დასაწყისში მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილებაში ხუთი ბავშვი დაიბადა. როგორც მეან-გინეკოლოგმა მაყვალა ინწკირველმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, ამ წელში ოზურგეთში 4 ბიჭი და 1 გოგონა დაიბადა.
“2021 წლის პირველი მოქალაქე 2 იანვარს დაიბადა, ის უკვე გაეწერა სამეანო განყოფილებიდან. 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით 5 ბავშვი დაიბადა, აქედან ბიჭი არის 4 და გოგო _ 1.
ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, _ გვითხრა მაყვალა ინწკირველმა.
ახალდაბადებულები არიან: მარიამ მარშანია, გეგა დავითაძე, მათე გაგლოევი, მათე ჩაგანავა, ანდრია ოგანაზოვი.
ფოტოს ავტორი: ირმა ღლონტი