ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ონლაინ რეჟიმში, Teams-ის გამოყენებით იზეიმეს ახალი წელი. მოსწავლეებმა დღესასწაული მიულოცეს მასწავლებლებს, სკოლელებს, ერთმანეთს. დადებითი ემოციები, საუკეთესო განწყობა და სურვილების ფეიერვერკი გაუგზავნეს სამყაროს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს “საშობაო ზღაპარი” და გააცოცხლეს კლასიკოსთა და თანამედროვე ქართველ პოეტთა შემოქმედება, რითაც ძალიან გაახარეს ერთმანეთი, პედაგოგები, თავიანთი მშობლები.
ონლაინ ღონისძიება მოამზადა ხიდისთავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ანა ბარამიძემ.
“გულითადი მადლობა და უღრმესი პატივისცემა მოსწავლეთა მშობლებს, რომლებიც აქტიურად უდგანან გვერდით პედაგოგებს. რომ არა მათი თანადგომა, არც საახალწლო ღონისძიება ჩატარდებოდა და არც საგაკვეთილო პროცესი შედგებოდა.
გილოცავთ შობა-ახალი წლის დღესასწაულებს. “დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში”, _ გვითხრა ანა მასწავლებელმა.