როცა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რომელი ადგილი შეიძლება იყოს მსოფლიოში ყველაზე ნესტიანი, ნაკლებად წარმოვიდგენთ ინდოეთის ტერიტორიას. ინდოეთში წყლის უკმარისობა ძირითადი პრობლემაა და ქოლგა თითქმის საერთოდ არაა საჭირო. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიყოფა სამი სეზონი: ცხელი და ტენიანი ( ივნისი-ოქტომბერი), შედარებით ცივი და მშრალი( ნოემბერი თებერბვალი), ძალიან ცხელი და მშრალი (მარტი-მაისი). ტენიანი სეზონის განმავლობაში მოდის მთელი წლიური ნალექების 80 %-ზე მეტი. სწორედ ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალიაში მდებარე მცირე ქალაქი ჩერაპუნჯა არის მსოფლიოში ყველაზე ნესტიანი ადგილი. მეგჰალიას სახელწოდება “ღრუბლების სადგომს” ნიშნავს, რაც შტატის გარემოდან გამომდინარე შეეფერება. ქალაქი ჩერაპუნჯი ზღვის დონიდან 1 300 მეტრ სიმაღლეზეა. ჩერაპუნჯაში მშრალი, გრილი სეზონი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. საშუალო ტემპერატურაა იანვარში +11,5°С-ია, ხოლო აგვისტოში +20,6°C-ია. ამ ქალაქში ნალექი ყოველ დღიურად სამ სანტიმეტრს აღწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყოველ დღე წვიმს. ხუთი თვე ყოველდღიური წვიმების შემდეგ შვიდი თვე მშრალე სეზონია.უცნაურია თუმცა ჩერაპუნჯის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა-დასალევი წყლის დეფიციტია.
ყველაზე მშრალი, გვალვიანი ადგილი მთელს მსოფლიოში „National Geographic“-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციების თანახმად უდაბნო ატაკამია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და იკავებს 105 000 კმ²-ს. უდაბნოში წელიწადში 50 მმ ნალექია და ძირითადად შედგება მარილის საბადოებისგან, ქვიშისა და ვულკანური ქანებისგან. ატაკამა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია და ის ფაქტობრივად სტერილურია, რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე მხრიდან, აღმოსავლეთით ანდების მთებით და დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთათა სისტემით. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე, უდაბნოში წვიმა არ მოსულა.
„როდესაც ვსაუბრობთ უდაბნოზე, ვგულისხმობთ სრულ სიმშრალეს, მაგრამ აქ, ატაკამაში, არის მიძინებული ეკოსისტემა, რომელიც ელის შესაფერის პირობებს, რომ გამოცოცხლდეს, “- თქვა ატაკამის უნივერსიტეტის უდაბნოს სპეციალისტმა.
2015 წლის მარტსა და აგვისტოში ატაკამაში გაწვიმდა. ატაკამის უდაბნო, რომელიც ყველაზე მშრალ ადგილად მიიჩნევა დედამიწაზე ამ წელს ორჯერ მარტში და ოქტომბერში, თეთრი, იისფერი, ყვითელი და წითელი ყვავილებით დაიფარა.