რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა იმერეთსა და სვანეთში.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში დახმარების თხოვნით 15-მდე შეტყობინება შევიდა, რომელთა უმეტესობა ქუთაისიდან იყო.
„ამ დროისთვის იმერეთშია 15- მდე შეტყობინება, უმეტესობა ქუთაისიდან დაფიქსირდა და ძირითდად ეზოების დატბორვას შეეხება. არსად არავინ დაშავებულა და არც სერიოზული შეფერხება გამოუწვევია. მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება.
ასევე კლდოვანი მასა ჩამოწვა მესტიის გზაზე, ჩაიხერგა გზა, არავინ დაშავებულა, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები“_ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.