“ყოველთვის ვიქნება დაუსრულებელი ომების შეჩერების მომხრე“, _ ამის შესახებ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ მან აშშ-ის შეიარაღებული ძალები აღადგინა
„აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 19-წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ანალოგიურად, ერაყსა და სირიაში მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე შემცირებულია.
მე ყოველთვის უსასრულო ომების დასრულების ერთგული ვიქნები. ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩვენი შეიარაღებული ძალების აღდგენა და ჩვენი მამაცი ფორმიანი კაცებისა და ქალების მხარდაჭერა”, _ აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.