საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, ფრანგულ „ვანენსიენში“ გადავიდა.
34 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბოლოს ყაზახურ „ტობოლში“ ასპარეზობდა და კლუბი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
„ვალენსიენი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში, მე-11 პოზიციას იკავებს (18 ჩატარებული თამაშიდან 6 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი).
ნაკრების კაპიტანი ახალ გუნდში 6 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.