ANADOLU-ს ინფორმაციით, დიანეტის ხელმძღვანელმა, თურქეთის რელიგიურ საქმეთა დირექტორატმა, გააკრიტიკა ბერძენი არქიეპისკოპოსის შეურაცხმყოფელი სიტყვები ისლამისა და მუსლიმების მიმართ და მოუწოდა ქრისტიანებს შეეწინააღმდეგონ ამ “ავადმყოფურ მენტალიტეტს”.
ალი ერბასმა მკაცრად დაგმო ათენისა და საბერძნეთის არქიეპისკოპოსი იერონიმოს II-ის მიერ გაკეთებული განცხადება.
ცნობისთვის, არქიეპისკოპოსმა, შაბათს განაცხადა, რომ ისლამი არ არის რელიგია, არამედ პოლიტიკური პარტიაა.
”სამღვდელოების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა, რომელიც მშვიდობისა და სიმშვიდისკენ უნდა ისწრაფოდეს, უნდა იყოს თანაცხოვრების კულტურის განვითარება.
ქრისტიანული სამყარო უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ ავადმყოფურ მენტალიტეტს. ამგვარი დისკურსი, რომელიც მიზნად ისახავს მუსლიმების მარგინალიზაციას, კვებავს მათ წინააღმდეგ რასისტულ პერსპექტივას “, – განაცხადა დიანეტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მთავარეპისკოპოსის განცხადებებმა საზოგადოების პროვოცირება მოახდინა და შეიძლება, გამოიწვიოს სიძულვილი, მტრობა და ძალადობა ისლამის წინააღმდეგ.
ერბასის თქმით, ისლამი მშვიდობის რელიგიაა და ისლამური ცივილიზაცია ყოველთვის აძლევდა ხალხს საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრებას, მათი რწმენის, რელიგიისა და კულტურის მიუხედავად.