გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსზე 440 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 52 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, გურიაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 5180 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4860 ადამიანი, გარდაცვლილია 51, იზოლაციაში კი 593 პირი იმყოფება.