პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვალდებულებების შესრულებისკენ.
„რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით, ერთი წლის თავზე, კვლავ ხდება საკითხის დაყენება. არის გარკვეული ჯგუფი დეპუტატების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების, რომელთან ერთადაც ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ძლიერი არგუმენტები, მათ შორის არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, აღსრულება ევროპის ადამიანთა უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილებების, რომელთა ძვრა ნამდვილად არ არის და ვაპირებთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ და მოვუწოდოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მათ შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები“,_ განაცხადა კუჭავამ.