რუსეთში, ხიმკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი, იგივე გიორგი ყიფიანი, კრიმინალურ წრეებში უფრო ცნობილი, როგორც პანჩო, დააკავეს.
როგორც ცნობილია, მას დაკავების დროს დიდი ოდენობით ჰეროინი ამოუღეს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე -2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 10 წლამდე ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სსრკ-ში ფანჩვიძეს ბრალად ედებოდა არასრულწლოვანთა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის გამო 5-ჯერ დააკავეს, მაგრამ ყოველთვის ათავისუფლებდნენ. 2007 წლიდან ის კიდევ 2-ჯერ არის ნასამართლევი.
ბოლოს დავით პანჩვიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 3 წლის წინ გამოვიდა და ხიმკიში ფუფუნებაში ცხოვრობდა.