ლანჩხუთში, სოფელ აცანაში, სოფლის სასაფლაოზე, 43 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“ძალიან კარგი ადამიანი იყო, პატიოსანი ოჯახის შვილი. რამდენიმე თვის წინ შეირთო მეუღლე. ყველას ძალიან გვატკინა გული”-ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები, რომელთაც უჭირთ იმის თქმა, თუ რა გახდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი.