მიანმარში, პრეზიდენტის აპარატმა ერთ წლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სამხედრო საკუთრებაში მყოფ ტელევიზია Myawady TV-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ხელს აწერს პირველი ვიცე-პრეზიდენტი უი მიინტ სვე, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობას ასრულებს.
ცნობისთვის, სამხედროებმა დააკავეს მთავრობის ლიდერები, მათ შორის სახელმწიფო მრჩეველი და პრეზიდენტი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო ხელისუფლება გადაეცემა თავდაცვის სამსახურების მთავარსარდალს მინ აუნგ ჰლაინგს.