ჩხოროწყუელი მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას „ლეიბორისტების“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა.
„რა გაგიკვირდათ? ათეული წლებია სწორედ პედაგოგთა სამყაროს ხელით ყალბდება ყველა არჩევნები, რითაც მთელი ქვეყანა ხეხავს ისტორიის ტუალეტს. ან რას ელოდნენ ჩხოროწყუელნი მერ დავით გოგუასაგან? ჩვენი პარტიის კოორდინატორი პირველი გადახტა ივანიშვილის იახტაზე, წინასწარ ტორტი გამოაცხობინა 41 ნომრით და გამოდო სოც. ქსელებში. ღალატიც დაუფასდა. მერი გახდა. პირადად ივანიშვილმა დანიშნა. აგერ, არსად დაეკარგოთ“,_ წერს ნათელაშვილი ფეისბუქში.