ოზურგეთში დამწვარი ავტომობილის შესახებ „გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„ავტომობილი მოხელეს გადაჰყავდა ბუქსირით, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,_ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის წინ „ნივას“ მარკის ავტომობილი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელი სასულიერო პირია.
ამავე თემაზე:
„„ზამეკანიამ“ დაფერფლა მანქანა“ _ ოზურგეთში სასულიერო პირის ავტომანქანა დაიწვა