ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირების 1 შემთხვევა ზემო ფარცხმაში, 1 კი შუა ფარცხმაში დადასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ სულ ჩოხატაურში გასულ 24 საათში კორონავირუსზე 9 პსრ და 16 სწრაფი ტესტი ჩატარდა.