ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსისთვის“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 2883 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2681 ადამიანი, გარდაცვლილია 24.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 178 შემთხვევა. 178 პაციენტიდან სტაციონარში 32, საკარანტინე სივრცეში 42, ხოლო ბინაზე 104 პაციენტი მკურნალობს.
თვითიზოლაციაში 53 ადამიანია.
ლანჩხუთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ლანჩხუთში სულ დადასტურებულია ინფიცირების 1489 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1407 ადამიანი, გარდაცვლია 15.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 67 შემთხვევა. აქტიური შემთხვევებიდან სტაციონარში მკურნალობს 6, დანარჩენი პაციენტები კი ბინაზე მკურნალობენ.
რაც შეეხება ჩოხატაურში არსებულ ეპიდვითარებას, ინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი გვეუბნება, ჩოხატაურში სულ ინფიცირების 977 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 940 და გარდაცვლილია 12 პაციენტი.