საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო, _ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან – Hindustan Syringes & Medical Devices Ltd .
მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე“, _ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.