ხვალ 15:00 სთ-ზე, ვიკრიბებით თბილისში, პარლამენტთან. ბათუმში, ევროპის მოედანზე. თელავში, ერეკლე II მოედანზე, _ ბახმაროს გადასარჩენად აქცია იმართება. განცხადებას საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია აქვეყნებს ფეისბუქჯგუფში “ბახმარო”.
“შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ ბახმარო. დავიცვათ ბახმარო! კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. სამშენებლო ტერტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას. პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ინფორმირების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე”, _ ნათქვამია განცხადებაში.