გურიაში დღეის მდგომაროებით სასწავლო პროცესი სკოლებში მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის დირექცია განცხადებას ავრცელებს და იმ ინფორმაციას აწვდის მოსწავლეების მშობლებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ:
“ – სკოლა აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.
– სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ და ყოველ ორკვირაში ჩაუტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.
– სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.
– შენობაში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით;
– სპეციალური ხსნარით მუშავდება მერხები, კარის, ფანჯრის სახელურები და მოაჯირები;
– ნიავდება დერეფნები და საკლასო ოთახები ;
– სველი წესით მუშავდება სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი;
– აქვე მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავუბრუნდეთ საკლასო ოთახებს.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:
1. ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
2. სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში.
3. ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას.
4. უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.
5. სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.
ნაკადების შესვლა სკოლის შენობაში ხდება ეტაპობრივად, დისტანციის დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.