დღეს, ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.“
_მოგახსენებთ, რომ ხება მოქმედი შტატების გადაადგილებები. ეს ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული 31 სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, 30 სტრუქტურული ქვედანაყოფი იქნება. მოხდება ისე, რომ შრომითი ბაზრის კვლევის განყოფილების ფუნქციები გადავა სტრატეგიული კვლევის განყოფილებაში. შესაბამისად, დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული განხილვა ამ პროექტისა, – თქვა მან და საკრებულოს წევრებს სთხოვა, თუ ჰქონდათ კითხვები, ახლაც დაესვათ.
თუმცა, კითხვის დასმის სურვილი, ამჯერად არავის გამოუთქვამს. კენჭი უყარეს საკითხის საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღებას.