ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნატო ჯიბუტის თქმით, 1062 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 970 ადამიანი, გარდაცვლილია 12 ადამიანი.
რაც შეეხება მოსახლეობის ტესტირებას საექიმო უბნებზე, ჯიბუტი გვეუბნება, რომ მოსახლეობის ტესტირება დაწყებულია ერკეთში, ჯვარცხმაში, ხიდისთავსა და კოხნარში.