შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულ დაესუ ჩანგს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორეული მხარე რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზადაა.
კერძოდ, კორეული მხარე მზადაა კორეული წარმოების ტექნიკისა და სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობების გადმოსაცემად; ასევე სამუშაო ვიზიტის დასაგეგმად კორეაში სამაშველო და სახანძრო სისტემის გაცნობის მიზნით და მეხანძრე-მაშველთათვის სპორტული აქტივობების დასაგეგმად.