აჭარაში, რამდენიმე დღეა, ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და ტექნიკა.
დაკარგულის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათი რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.