დაცვის პოლიცია სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ შიგანან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.
სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 11 ქვეყნის 51 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია).
მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.