საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისსში გამართულ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.
სააკაშვილი ყველა აქციის მონაწილეს და ორგანიზატორს სოლიდარობას უცხადებს.
„ჩემი სრული სოლიდარობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირად არის აშენებული. რეალურად დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.
რატომ? იმიტომ, რომ აი კონკრეტული მაგალითი: მარტვილის კანიონი, თავის დროზე იქ იყო სადგური და როდესაც ვნახე რომ ამ ადგილზე უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი იყო დავაცლევინე და იქ კორონავირუსამდე ჩადიოდა 350 000 ტურისტი წელიწადში და ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდა ვიდრე ჰესის შემთხვევაში.
არ შეიძლება საქართველოს ბუნებას ხელი ახლო, დენის ენერგიის წარმოების უამრავი საშუალება არსებობს, ქარის ტურბინები, მზის ენერგია და ა.შ ხელები შორს ქართული ბუნებისგან. საქართველოს სჭირდება სწორი განვითარება რათა ხალხისგან არ დაიცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, აქ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესია და ამიტომ არ უსმენენ არავის. დარწმუნებული ვარ რომ ამ და სხვა საკითხებში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებს სააკაშვილი.