“მთავარია, პროცესი დაიძრა და ამ პროცესს კონკრეტული ვადები ახლავს. ვადა დაახლოებით 2 კვირა დაინიშნა. 2 კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში და იმ დღისთვის, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ეს შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდეს. საუბარი ყველა საკითხზე იყო, გაიცვალა აზრები დ შევთანხმდით რომ წარსულზე არ უნდა იყოს საუბარი. პროცესი სხვა კატეგორიაში გადავიდა და იმედი მაქვს, რომ თუ ხელისუფლება იქნება გონივრული და მოქნილი, გამოსავალს ვნახავთ,”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved