ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ანაზღაურების გაცემა დაგვიანდა. მომხდართან დაკავშირებით, ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გამომწვევ მიზეზად ტექნიკური შეფერხება სახელდება.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ანაზღაურების გაცემა დაგვიანდა 3-4 დღით ტექნიკური შეფერხების გამო, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია და ანაზღაურება გაიცემა დღეს და ხვალ“,_ ნათქვამია განცხადებაში.