მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი) ქათმის ხორცი დავჭრათ კუბიკებად. დავდოთ ცალკე.
გადავდოთ ნახარში (ბულიონი) _ ერთ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი.
ცალკე თასზე დავჭრათ თითო პატარა კონა მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში და 3-4 ცალი სალათის ფოთოლი.
დავნაყოთ ორი ჩაის ჭიქა ნიგოზი, სამი კბილი ნიორი და ცოტა მარილი ერთად. შემდეგ ამ ყველაფერს, დაჭრილ მწვანილეულს და დანაყილ საკმაზს,ერთად, დავასხათ ერთ სუფრის კოვზ ბულიონში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი კვაწარახი. კარგად გავხსნათ, ავურიოთ ეს ყველაფერი ერთად და დავამატოთ კუბებად დაჭრილი ქათმის ხორცი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ბულიონი და კარგად ავურიოთ. მარილი ვუყოთ გემოვნებით. საუცხოო “ქათმის მხალს” მიიღებთ, კვაწარახის არომატით.