BBC–ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა რეკომენდაციები გამოსცა იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს.
ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინა განაკეთებ ადამიანებს შეუძლიათ ნორმალურ ცხოვრებას ნაწილობრივ დაუბრუნდნენ.
როგორც რეკომენდაციებშია ნათქვამი, ადამიანი დაცულად ითვლება ვაქცინის ბოლო დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, ერთმანეთს პირბადეების და სოციალური დისტანციის გარეშე შეხვდნენ შენობის დახურულ სივრცეში.
ასევე ვაქცინა განაკეთებ ადამიანს შეუძლია შეხვდეს პირს, რომელსაც ვაქცინა არ აქვს გაკეთებული, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსის მძიმე ფორმით გადატანის ნაკლები რისკი აქვს.
რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ადამიანები უნდა მოერიდნონ მოგზაურობას და ხალხმრავლობას, ასევე საზოგადოებაში სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და ატარონ პირბადე.