ოზურგეთში სუპერმარკეტ „მოდერნის“ დაყაჩაღების ბრალდებით მოქალაქე ლ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.
როგორც წყარო გვეუბნება, გ.ქ.-ს სასამართლო პროცესი ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული.
ინფორმაციის გადამოწმებას „გურია ნიუსი“ შსს-ში ცდილობს და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, „მოდერნი“ 5 მარტს დააყაჩაღეს. წაღებულია 135 ლარი.