დღეს გურიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთიდან დაიწყო.
პირველი ადამიანი, ვინც გურიაში ვაქცინა გაიკეთა ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ დირექტორი, დავით მდინარაძეა. პროცესს გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკიაც ესწრებოდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ამ ვაქცინაციის დასრულების შემდეგ ჩვენი სამედიცინო პერსონალი იქნება სრულად დაცული ვირუსისგან და შეძლებენ უფრო ეფექტურად გააგრძელონ ბრძოლა პანდემიასთან“,_ აღნიშნული განცხადება მედიასთან გურიის გუბერნატორმა გააკეთა.
ცნობისთვის, გურიაში ჩOVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა.
მიღებული რაოდენობიდან 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში განაწილდა.
პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაექვემდებარება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები: როგორც ექიმები, ასევე, კლინიკებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი.
ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება.