საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.