“დღეს, ოზურგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 10-მა ადამიანმა გაიკეთა”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” დირექტორმა, დათო მდინარაძემ განუცხადა.
ცნობისთვის, გურიაში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა.
მიღებული რაოდენობიდან 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში განაწილდა.
ოზურგეთში ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი 17 მარტს დაიწყება.