ჩოხატაურში კაცი მოულოდნელად ქუჩაში გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეწიეთში, დიხაშხოზე მოხდა.
გარდაცვლილი 60 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი მეზობელთან ერთად ძროხებს მიდენიდა. ფაქტს მერის წარმომადგენელი, ზურა მათითაიშვილი ადასტურებს.
„ამ დროისთვის გადაყვანილია ექსპერტიზაზე. გარდაცვალება წინასწარი ინფორმაციით, გულს უკავშირდება“,_ გვითხრა მათითაიშვილმა.