გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის სურვილი გურიიდან 4308 ადამიანმა ისურვა. ამ ეტაპზე უცნობია თუ რამდენი ადამიანი გაემგზავრება აღნიშნული რეგიონიდან.
გურიის გუბერნიის აპარატის უფროსი სპეციალისტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის საკითხებში სოფო კაშიას ინფორმაციით, გურიაში სულ დარეგისტრირდა 4308 აპლიკანტი, ჯგუფური კონსულტაციებისათვის დაიბარეს 470 აპლიკანტი; ინდივიდუალურ კონსულტაციაზე გამოცხადდა 160 აპლიკანტი.
„გერმანელი დამსაქმებლის მიერ, გამოგზავნილი კონკრეტული ვაკანსიის რაოდენობრივი (35-40 ადგილი) მოთხოვნის შესაბამისად, გერმანიას გაეგზავნა წინასწარ შერჩეული აპლიკანტების სია რომელთაგანაც გერმანული მხარე, საბოლოოდ შეარჩევს აპლიკანტების შესაბამის რიცხვს. ჯგუფური კონსულტაციები აუცილებლად გაგარძელდება როგორც გურიაში ისე საქართველოს სხვა რეგიონებში“ , – გვითხრა სოფო კაშიამ.