სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაინფიცირების 18 ფაქტი გამოვლინდა: ოზურგეთში – 5, ლანჩხუთში – 13, ჩოხატაური – 0. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად.
დღეის მონაცემებით, გურიის რეგიონში 177 კოვიდდადებითი პაციენტია: ოზურგეთში – 55, ლანჩხუთში – 104, ჩოხატაურში – 18. თვითიზოლაციაში იმყოფება 446 ადამიანი, დაფიქსირებულია გარდაცვალების 63 შემთხვევა, ჯამში, რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების 2 %-იანი მაჩვენებელია.