აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ჯ. ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში შეხვედრისას განიხილეს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობის განმტკიცების გზები და პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკაზე რეაგირების კოორდინაცია.
როგორც მათ მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ბლინკენმა და ბორელმა აღნიშნეს, რომ კოორდინირებულად უნდა გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.
ისინი აღნიშნავენ, რომ უნდა გაუმკლავდნენ ჰიბრიდული საფრთხეებს, როგორიცაა დეზინფორმაცია; ჩარევა საარჩევნო პროცესებში; მავნე კიბერ საქმიანობა და სამხედრო მდგომარეობა.
ამავე დროს, ორივე მხარემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან ითანამშრომლონ საერთო ინტერესის საკითხებზე და წაახალისონ რუსეთი უარი თქვას კონფრონტაციული მიდგომებზე.