„ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია.
“მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში. თბილისის კლინიკებია: „ბოკერიას კლინიკა“, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ამტელის კლინიკა“ და „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, ბათუმში „რესპუბლიკური საავადმყოფო“, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით 29,500 ცალი ვაქცინა 14,000 პირის ასაცრელად გამოიყენება.