საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესს რეგიონებში პირადად გაეცნობა.
„რეგიონულ დონეზე ყველგან გავეცნობი, თუ რა სიტუაციაა და ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობასაც ადგილზე ვნახავ. საბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ყველა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ვაქცინაციის პროცესის უკეთ წარმართვისთვის. ხვალ ვიზიტს ვგეგმავ გურიასა და აჭარაში, ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.