ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე, სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების მიზნით, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ხორციელდება.
როგორც შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს, სოფელ ჭანიეთის, ცხემლისხიდისა და გურიანთას ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 12 კილომეტრი.
სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება.