“ერთი კითხვა დაემატა Pfizer-ის ჩეკ ლისტს. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან. Pfizer-ს ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. Pfizer-ს ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს, ფილინგებს რასაც ეძახიან.. ფილერები, დიახ. ეს დაემატა კითხვარს, რადგან, ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, ფაიზერის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას”,_ ამის შესახებ განცხადება დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved