„ „ოცნების“ ცხელ თავებთან მოლაპარაკება არ შეიძლება, არ გამოვა, რომც მოელაპარაკო მაინც გადაგაგდებენ.
„ოცნებას“ მხოლოდ ულტიმატუმის ენა ესმის, მხოლოდ ძალის ენა.
ამიტომ, სანამ დიპლომატიური ენით ესაუბრებიან პარტნიორები, არაფერს დათმობენ. მითუმეტეს, რომ ზურგს უკან რუსები აგულიანებენ და რადგან შედეგიც შესაბამისი დადგა, არც ვადამდელი დაინიშნა და ნიკაც ციხეში ჩატოვეს, სწორედ 31 მარტი, ზვიად გამსახურდიას, ადამიანის, ვინც საბჭოთა კავშირს მოუგო! დაბადების დღე უნდა გახდეს ოპოზიციისთვის გამოწვევა. 15 მაისი კი, ჩვენი ღირსების აღგენის, ღირსების დაბრუნების დღე!
მითუმეტეს, რომ დიდი საქართველოსთვის ბრძოლა ქუჩაში გასვლასაც გულისხმობს.
„დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან!“ – ეს ზვიადმა დაგვიბარა“,_ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.