ბრიტანეთის საელჩო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკების მე-2 რაუნდის უშედეგოდ დასრულებას ეხმაურება.
“ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე”, – წერს ბრიტანეთის სალჩო.
ცნობისთვის, 30 მარტს შვედი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა, ის მოლაპარაკებაზე ინფორმაციას ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიაწვდის.