https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პანდემიისას გაღვიძებულ სახლებში ჩაბუდებული “ძალადობის ჩრდილოვანი პანდემია“

13:03; 31.03.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორ იცვლება ქალების ცხოვრება COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოში? გაეროს ქალთა ორგანიზაცია, კვლევის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა.

COVID-19-მა ქალების ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც არსებობდა.

პანდემიის პირობებში გამძაფრებული უთანასწორობები კარგად გამოჩნდა კომპლექსურ კვლევაში _ „საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.

პანდემიისას, შეზღუდვებისა და იზოლაციის გამო, თითქოს ყველაზე უსაფრთხო ადგილას _ საკუთარ სახლებში გამოკეტილ ოჯახებში, ბევრი ქალი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. გარდა ფიზიკური საფრთხისა, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები ყოველი მეშვიდე ქალი განიცდის, მათ ბევრი სხვა პრობლემაც გაუჩნდათ. მაგალითად, საოჯახო საქმიანობების არათანაბარი გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმიანობას, ლოქდაუნის გამო, ოჯახის ყველა წევრი უფრო მეტ დროს უთმობდა, ძირითადი ტვირთი მაინც ქალებზე მოდიოდა. გამოკითხული ქალების 2/3 სრულად იყო პასუხისმგებელი საოჯახო საქმიანობებზე. ამგვარმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით კი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გადასვლის შემდეგ.

გაცილებით მეტი იყო დატვირთვა იმ ქალებისთვის, რომლებიც პანდემიის პირობებში, სპეციფიკური პროფესიის გამო, ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ. დაბა ლაითურში მცხოვრები ხათუნა კიწმარიშვილი პედაგოგია. ის ამავე დაბის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს.

ხათუნა კიწმარიშვილი: “მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის და ქობულეთის შემდეგ მოხდა ოზურგეთში დაბა ლაითურის ჩაკეტვა პანდემიის გამო, მაინც ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, _ ზუსტად ასე დაგვემართა. კონკრეტულ მოცემულობაში სხვა შეგრძნება იყო, ნამდვილად არ ვიყავით ამისთვის მზად და პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია.

სახლში ჩაკეტვამ თავიდან დიდი პრობლემები შემიქმნა. გამოსავლები შემდეგ კი გამოიძებნა ონლაინ ურთიერთობით, მაგრამ ჯერ ერთი, ცოცხალი ურთიერთობა ჯობს ყველაფერს; მეორეც _ ონლაინ მუშაობას ტექნიკური და გონებრივი რესურსების მობილიზებაც დასჭირდა.

როდესაც ონლაინ სწავლაზე გადავედით, იყვნენ ისეთი ბავშვებიც, რომლის მშობლებს საშუალება არ ქონდათ ინტერნეტ-პაკეტი ეყიდათ. აქედან გამომდინარე, როგორც კი მოვრჩებოდი ონლაინ გაკვეთილებს, შემდეგ ტელეფონით ვუკავშირდებოდი ასეთ მოსწავლეებს და ტელეფონით ვმუშაობდი.

ეს პროცესი ეკონომიკურადაც მძიმე იყო და ძალიან მძიმე ტვირთად დაგვაწვა ყველას. სამედიცინო მომსახურებისთვის ვერ ჩავდიოდით კლინიკებში ანალიზებისთვის და ექიმებთან; მაღაზიებში პროდუქტები ძალიან სწრაფად გაიყიდა. მოკლედ, ჩაკეტვის დღიდან პირველი პერიოდი, ყველასთვის ძალიან მძიმე იყო ნამდვილად“, _ ამბობს ხათუნა კიწმარიშვილი.

კვლევის მიხედვით, უმძიმესი სტატისტიკა იკვეთება: პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% შემოსავლების უკიდურეს დეფიციტს უჩივის და მიაჩნია, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ.

შემოსავლების შემცირება არაა ქალებისთვის ერთადერთი პრობლემა: სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვამ აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისთვის კიდევ უფრო გაზარდა, რადგან მათ ბავშვის მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დათმობა უწევთ.

ამდენად, “პანდემიის პირობებში მზრუნველობაზე გაზრდილი მოთხოვნა საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქალების შემოსავალს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა კიდევ უფრო დიდხანს უწევთ, _ ნათქვამია კვლევაში.

მარინა სირაძე, რომელიც დაბა ლაითურში ცხოვრობს, იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც შემოსავლების დაკარგვის მიუხედავად, პანდემიური პრობლემები სასარგებლოდ გამოიყენა და ხელები არ ჩამოუშვა.

მარინას საკუთარი პურის საცხობი აქვს დაბა ლაითურში. კორონა ვირუსის გავრცელებამდე თონის პურს ყოველდღიურად აცხობდნენ.

“ვიდრე ჩაიკეტებოდა დაბა ლაითური, აქტიურად ვმუშაობდით და სხვების დახმარებასაც ვახერხებდით _ რამდენიმე ადამიანს პურს უფასოდ ვჩუქნიდით. მაგრამ, როცა ლოქდაუნი გამოცხადდა, სახლში გამოვიკეტეთ. ოჯახის წევრები ვერ ვეგუებოდით ამ სახლში ჩაკეტილობას, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გადავწყვიტე, ამ პანდემიის დროს აქტიურად ჩავრთულიყავი ონლაინ სასწავლო კურსებში.

მიღებული ცოდნის საფუძველზე, ახლა, უკვე ერთი თვეა, ოთხმა ქალმა ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ორგანიზაცია და ვაპირებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები გავახორციელოთ.

ახლახან განახლდა საბავშვო ბაღებში სააღრმზდელო პროცესი და ლაითურის საბავშვო ბაღშიც ვმუშაობ. ვცდილობ, აქტიური ვიყო და ადამიანებს დავეხმარო. აუცილებლად მინდა ვთქვა, რაც ამ პანდემიამ დამანახა: ყველაზე მთავარია, ადამიანები უფრო მეტად და ხშირად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით!“ _ ამბობს მარინა სირაძე.

კოვიდპანდემიის პირობებში, სახლში გამოკეტილი ქალების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის ფაქტებიც გახშირდა; ეს ბუნებრივიც იყო ქვეყანაში, სადაც, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია. პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების გულგრილობა ამ პრობლემის მიმართ კვლავაც მაღალია. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-მდეც წარმოადგენდა ფართოდ გავრცელებულ, მწვავე პრობლემას, რომლის მოგვარებაშიც საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ახლა, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როგორც არასდროს, ადამიანების დროულ და სწორ რეაგირებას ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, როცა ძალადობა მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება.

ჩვენი რესპონდენტი, ირმა, გვეუბნება, რომ ვირუსული პანდემია არაფერია იმასთან შედარებით, რაც გამოიარა და მოუწოდებს ქალებს, არ იცხოვრონ მოძალადესთან ერთ ჭერქვეშ. ირმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. მან ბოლო წლებში ორჯერ მიმართა სამართალდამცავებს. მოძალადე მამაკაცმა ახლახან დატოვა ციხის საკანი.

“არასდროზე არ დამიმალავს, როგორ ძალადობდა ყოფილი მეუღლე ჩემზე, არაერთხელ გადავურჩი სიკვდილს… ბოლოს კი ავდექი და წავედი იმ რეგიონიდან, სადაც შვილებთან ერთად ვცხოვრობდი.

ახლა სხვა რეგიონში ვცხოვრობ სამ შვილთან ერთად. კორონავირუსის დროს, როგორც სხვებს, მეც მომიხდა შევგუებოდი პანდემიის პირობებში ცხოვრებას… მთავარია, თავი დავაღწიე მოძალადე მამაკაცს და ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ შვილებს არაფერი მოვაკლო _ ვუვლი ვარდებს, ერთ-ერთ საჯარო უწყებაში ვმუშაობ დამლაგებლად და პარალელურად, თუ სხვა სამუშაო გამოჩნდება, უარს არ ვამბობ. ვირუსის პირველი და მეორე ტალღა ჯანმრთელად გადავიტანეთ. შვილებთან ერთად ვადგენ დღის წესრიგს და ვუვლით ერთმანეთს.

არ იყო ადვილი ახალი ცხოვრების დაწყება. როდესაც, ასე თუ ისე, წელში გავიმართე, ამ დროს დაგვატყდა თავს ეს კორონავირუსი, მაგრამ, მე ისეთი დღეები გამოვიარე, ამ ვირუსთან შედარებით, არაფერია!

მთავარია, არ ვიცხოვროთ მოძალადე ადამიანის ტყვეობაში და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ახალ ფურცლიდან“, _ გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

კვლევის “საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ წარდგენისას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ჩრდილოვან პანდემიად მოიხსენია.

“გურია ნიუსთან“ საუბარში თამარ საბედაშვილმა თქვა, რომ ამ ჩრდილოვანი პანდემიის, ისევე როგორც კოვიდ-19-ის დამარცხება, მხოლოდ გლობალური კოლექტიური ძალისხმევითაა შესაძლებელი:

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ ადამიანის უფლებათა დარღვევად რჩება. კვლევები გვიჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის ოჯახში ძალადობის გამწვავება გამოიწვია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პრობლემის მასშტაბი პანდემიის პირობებში 30%-ით გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ხშირად, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობას კოვიდ-19-ის კრიზისში ჩრდილოვან პანდემიად მოიხსენიებენ და აუცილებელია გლობალური კოლექტიური ძალისხმევა მის შესაჩერებლად. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა პანდემიაზე პასუხით არის გადატვირთული, მნიშვნელოვანია სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან მიზანმიმართული, მკაფიო გზავნილი და შეხსენება მოსახლეობისთვის, რომ სხვა სერვისები, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი ისევ ფუნქციონირებს და ხელისუფლებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტად რჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისგან დაცვის ზომებისა და სერვისების განგრძობითობა. მეტიც, მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის კრიზისით გამოწვეული გამოწვევების ინტეგრირება ოჯახში ძალადობის სერვისებსა და პასუხში“.

მაია ბერიძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძდექ) გურიის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე გვიყვება, თუ რა შეიძლება იყოს ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები პანდემიის დროს:

„პანდემიამ მსოფლიო, ადამიანების ცხოვრების რიტმი, სტილი შეცვალა; თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უხდება საკუთარი ემოციური მდგომარეობის, სტრესის მართვა. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ოჯახები, რომლებიც პანდემიის პერიოდში ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ თანამედროვე ადამიანს თვითრეალიზების მოთხოვნილება აქვს, მისთვის საყვარელი საქმის კეთება უნდა… არადა, პანდემიის პერიოდში, მინიმუმამდე შემცირდა ადამიანთა აქტიურობა (გამონაკლისების გარდა). ასევე, სჭირდება პირადი სივრცე, ზოგჯერ თავთან მარტო დარჩენა, სიტუაციის გაანალიზება; მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა უამრავმა პრობლემამ ადამიანთა დიდი ნაწილის გაღიზიანება, დეპრესია და ხშირ შემთხვევაში, აგრესია გამოიწვია, რამაც ოჯახური ძალადობის შემთხვევების რიცხვი გაზარდა.

როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, ადამიანთა დიდმა ნაწილმა დაკარგა სამუშაო, ოჯახს შეუმცირდა შემოსავალი, საჭირო გახდა დამატებითი სესხის აღება, პირადი ქონების გაყიდვა და ა. შ. ეკონომიკური პრობლემები ხშირად მიიჩნევა ძალადობის ერთ-ერთ მიზეზად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ არ იწვევს აგრესიას და ძალადობას ოჯახში _ მცირეშემოსავლიანი ოჯახებიც ახერხებენ იცხოვრონ მშვიდად.

ძალადობის ფაქტორებად მიიჩნევენ როგორც პიროვნულ თვისებებს _ ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ასევე გარემო ფაქტორებს, რომელიც ძალადობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

მოძალადეებად გვევლინებიან ის ადამიანები, რომელთაც ძალადობის გამოცდილება აქვთ ოჯახიდან, განსაკუთრებით ბავშვობაში. შესაძლებელია პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ოჯახური კონფლიქტებისთვის მაპროვოცირებელი გახდა და არა მისი მიზეზი; მიზეზი ბავშვობაში გადატანილი ძალადობაა, ეს კი ძირითადად ოჯახში არსებული ძალადობრივი გარემოს ზემოქმედების შედეგია. ბავშვი, პირდაპირ ან ირიბად ხდება ძალადობის მსხვერპლი, შემდეგში მისგან ყალიბდება ან მოძალადე ან მსხვერპლი. მსხვერპლის როლს ხშირად გოგონები ირგებენ, მოძალადისას _ ვაჟები, რადგან მოზარდის ფსიქიკაში ჩაბეჭდილი გამოცდილება მათ ამ როლის მორგებაში ძალიან „ეხმარება“.

პანდემიამ მხოლოდ გონებაში ჩარჩენილი მოძალადე ან მსხვერპლი გააღვიძა. ძალადობა კი ისეთი ფენომენია, რომელმაც არ იცის არც ეროვნება და არც სოციალური სტატუსი. არ არის გასაკვირი, რომ საოჯახო საქმეების არათანაბარი განაწილება და ქალთა ფიზიკური და ემოციური დატვირთვა პანდემიის პერიოდში უფრო გამოიკვეთა; მამაკაცებმა, რომლებიც დაკავებული იყვნენ სხვადასხვა საქმიანობით, ფუნქცია დაკარგეს პანდემიის პერიოდში, შინაგანი დაძაბულობა კი ოჯახის წევრთა მიმართ აგრესიაში გადაიტანეს.

ყველას კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ქალმა იკისრა ოჯახის შენახვა და გადარჩენა, მამაკაცებმა მარტივად გადაიტანეს მეუღლეების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, სულაც არ თაკილობდნენ მეუღლის ხარჯზე ცხოვრებას; დღეს პირიქით მოხდა _ საზღვარგარეთ წასულები ოჯახებში დაბრუნდნენ, იკლო შემოსავალმა, რამაც დისკომფორტი შეუქმნა ოჯახს ანუ გააღვიძა მოძალადე.

დღეს, როდესაც არსებობს “საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა დახმარების შესახებ“ ( 2006 წ), როდესაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება და მთელი რიგი აკრძალვები ხორციელდება მის მიმართ, ქალები მაინც ვერ ახერხებენ თავის დაცვას, ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს ისეთები, როგორიცაა მსხვერპლის უსუსურობა, დამოუკიდებელი ცხოვრების შიში, დაბალი თვითშეფასება.

 ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს არის პროცესი, რომელიც განმეორებადი ციკლებისგან შედგება, დროში გახანგრძლივებულია და აქვს ზრდის ტენდენცია, მოძალადის პოზიციიდან მისი ქმედება ეფექტურია მსხვერპლთან ურთიერთობის “გასარკვევად“, მსხვერპლი კი ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციის გამოხატვას და თავის დაცვას“, _ ამბობს მაია ბერიძე.

მაია ბერიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამწუხაროდ, კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ძალადობის პრევენციის და არსებული რესურსების შესახებ:

“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირების არსებულ სერვისებზე და ამას ადასტურებს ზემოაღნიშნული კვლევაც. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ხშირად იკვეთება მათი ინტერესი იცოდნენ, როგორ შეიძლება იყვნენ დაცული ძალადობისგან, რა სერვისები არსებობს, მაგრამ ალბათ დარბაზიდან გასვლისთანავე, ივიწყებენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ შეიძლება ცხოვრებაში რაიმე შეცვალონ, გახდნენ აქტიური, დაეუფლონ პროფესიას, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება… ამის უნარი, სამწუხაროდ, ბევრს არა აქვს, ხშირად კითხვის დასმასაც ერიდებიან, ერთმანეთთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს გაურბიან; არადა, ესეც გარკვეული გამოსავლის ძიების გზაა, – ეს არის მათი ბავშვობაში დასწავლილი ქცევა და ამის შეცვლა არ შეუძლიათ.

 ამ ერთი თვის მანძილზე საქართველოში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ყველაზე მძიმე შემთხვევები იყო. რომელთა დაფარვაც უკვე აღარ შეიძლებოდა, მკვლელობა, გაუპატიურება, კონფლიქტის დროს ჩვილის სიკვდილი… ეს ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ ეს, ალბათ, მცირე ჩამონათვალია _ ამის მიღმა უამრავი ქალი განიცდის ძალადობას და ითმენს იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ არაფერი შეიცვლება, თუ თავად არ მიიღე გადაწყვეტილება“, _ ამბობს მაია ბერიძე.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ელენე რუსეცკაია იმ სერვისებზე გვესაუბრება, რომლებიც დაეხმარება ქალებს, გადალახონ პანდემიისას გააქტიურებული ჩრდილოვანი პანდემია:

„პანდემიის პირველ ეტაპზე ყველანი მოუმზადებელი და დაბნეულები აღმოვჩნდით. როცა გავიგეთ ინფორმაცია, რომ საფრანგეთში 30%-ით გაიზარდა ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტები, ცნობიერების ამაღლების კუთხით დავიწყეთ მუშაობა, რადგან ქალები უცებ აღმოჩნდნენ ჩაკეტილ სივრცეში, თავის ოჯახის წევრებთან ერთად. ისინი ვერ გადიოდნენ ვერც სამსახურში და წარმოიდგინეთ ვერც მეზობელთან. გამძაფრდა ურთიერთობები პოტენციურ მოძალადეებთან და გაიზარდა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, ქალებს დააწვათ ათმაგი საოჯახო შრომა, ბავშვებზე ზრუნვა და ა.შ.

სოფლებში მცხოვრებ უინტერნეტო და უტელეფონო ქალებს ხმის მიწვდენა სჭირდებოდათ. ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ ყოფილიყვნენ, რამდენიმე ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველ რიგში, მარნეულში და ბოლნისში დავიწყეთ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, რადგან მათ უფრო ჰქონდათ წვდომა ტელეფონთან და ინტერნეტთან. ეს იყო SOS ღილაკის პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და თუ ამ აპლიკაციას ჩამოტვირთავენ ტელეფონში, ღილაკზე ხელის დაჭერისთანავე ირკვევა ძალადობის მსხვერპლის ადგილი. ეს ნამდვილად მოსახერხებელი საშუალებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, შესაძლებელი გახდა, რომ სამ ენაზე მომხდარიყო მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა (აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე).

შემდეგ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან _ შიდა ქართლში და სამეგრელოში, კომპლექსურად დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ ადამიანებთან ვიმუშავეთ, რადგან მათ მძიმედ დაატყდათ თავს ეს პანდემია. უფრო მეტად გაუჭირდათ ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვანი შვილების დედებს _ ბევრს ბავშვის საფენების ყიდვის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. ქალებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, სახლში ყოფნისას კი ათასი საზრუნავი და პრობლემა გამოუჩნდათ. ის დახმარებები, რაც სახელმწიფოსგან მიიღეს, არ იყო საკმარისი. ქალების მდგომარეობა გაუარესდა ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, რაც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია… ჩვენ იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება შევთავაზეთ ქალებს“, _ ამბობს ელენე რუსეცკაია.

„საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე“, _ განაცხადა ზემოთ აღნიშნული კვლევის წარდგენისას გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

ინფექციონისტები პანდემიის მესამე ტალღის შესახებ ალაპარაკდნენ, ხოლო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ის 41%-ი, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ოჯახში კონფლიქტი ისევ ოჯახის საქმეა და ჩვენ არ გვეხება, ამ ტალღებიდან დამარცხებულები გამოვალთ, თუ არ ვატარებთ პირბადეს, არ დავიცავთ სოციალურ დინსტანციას, არ ავიცრებით; და ასევე, თუ არ შევებრძოლებით ჩვენს ერთი შეხედვით ვითომ მყუდრო სახლებში ჩაბუდებულ უთანასწორობის და ძალადობის ჩრდილოვან პანდემიას.

[sexy_author_bio]

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

"წარსულს ჩააბარონ" - ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო