Covid ვაქცინების მწარმოებლებმა უნდა იმუშაონ ღარიბ ქვეყნებთან,_ ამის შესახებ BBC-ის ინფორმაციით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ. ისეთი უთანასწორობა, რასაც ვაქცინების მიღებაში ვხედავთ, ნამდვილად მისაღები არ არის. არ შეიძლება შეიქმნას ვითარება, სადაც 10 ქვეყანას ვაქცინის 70% ექნება და ამავდროულად დარჩება ქვეყნები, რომლებსაც ერთი დოზა ვაქცინაც კი არ ექნება“,_ განაცხადა ოკონჯო-ივეალამ.
მისი თქმით, Covid-19 ვაქცინის მწარმოებელ ფარმაცევტულმა ფირმებმა ვაქცინა ყველასთვის უნდა გააკეთონ ან ნებაყოფლობით გადასცენ თავიანთი ტექნოლოგია განვითარებად ქვეყნებს.
დოქტორ ნგოზი ოკონჯო-ივეალა ამბობს, რომ ვაქცინების მისაღებად “რიგის ბოლოს” ღარიბი ქვეყნების დატოვება მიუღებელია”.