საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების საეჭვო 140-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 16 შემთხვევის კვლევა დასრულებულია და 3 შემთხვევა გვაქვს მიღებული, რომ ეს არის რეინფექცია.
რეინფექციად განისაზღვრება შემთხვევა, როცა ადამიანი ერთხელ უკვე სრულად გამოჯანმრთელდა მაგრამ შემდეგ მოხდა მისი თავიდან ინფიცირება“,_ განაცხადა ზახაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში მატულობს.